დღის მთავარ ბრძოლაში სინტია კალვილომ ჯესიკა აის სძლია
დღის მთავარ ბრძოლაში სინტია კალვილომ ჯესიკა აის სძლია

ლას ვეგასის „აპექსის” დარბაზმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგ ქარდს უმასპინძლა. მთავარი ბრძოლა ქალთა შორის ქვემსუბუქ (flyweight) წონით კატეგორიაში ჯესიკა აისა და სინტია კალვილოს შორის ჩატარდა.

კალვილოსთვის ეს დაპირისპირება ახალ წონით დივიზიონში სადებიუტო იყო. სინტია ხუთივე რაუნდის განმავლობაში პარტერში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. საბოლოოდ სამივე მსაჯმა კალვილოს დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა (49-46, 49-46 და 48-47)

„თავს ძალიან კარგად ვგრძნიბ. ბედნიერი ვარ, რომ ესოდენ მცირე დროში მოვახერხე ამ ბრძოლისთვის კარგად მომზადება და გამარჯვება.” – განაცხადა სინტიამ ბრძოლის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.

შედეგად, კალვილიომ დივიზიონის ნომერ პირველი მებრძოლი დაამარცხა და სატიტულო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ დივიზიონის ჩემპიონი ვალენტინა შევჩენკოა.