საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ATP-ის 1000-იანი სერიის მასტერსის ტურნირზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
დღეს, ერთმანეთს მსოფლიო ჩოგბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დიდი სლემის 14-გზის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.
ეს შეხვედრა მათთვის ATP ტურში 47-ე იქნება. პირადი შეხვედრების ანგარიში ნოვაკის სასარგებლოდ 24-22-ია. ბოლო სამ დაპირისპირებაშიც სერბმა გაიმარჯვა, ხოლო პარიზის მასტერსზე ისინი ერთხელ, 2013 წელს ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც ჯოკოვიჩმა მოიგო – ანგარიშით 4:6, 6:3, 6:2.
დღევანდელი მატჩი ფაქტიურად ფინალის ტოლფასია, რადგანაც მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რუსი კარენ ხაჩანოვი და ავსტრიის წარმომადგენელი დომინიკ ტიმი ხვდებიან.
ფედერერი – ჯოკოვიჩის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზეა დაგეგმილი