ცნობილმა კარიკატურისტმა ომარ მომანიმ თავისი ახალი ნამუშევარი ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუსა და მის ვაჟს მიუძღვნა. ნახატზე უმცროსი კრიშტიანუ მამას უხსნის – როგორ უნდა გოლების გატანა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ვაჟმა ოთხი გოლი გაიტანა „იუვენტუსის“ ცხრაწლამდელთა შემადგენლობაში, უფროს კრიშტიანუს კი სერია A-ს პირველ სამ ტურში მხოლოდ ერთი საგოლე პასი აქვს.