დღის კარიკატურა - რონალდუ მესის პენალტის გატანის სახელმძღვანელოს ჩუქნის
ცნობილმა კარიკატურისტმა ომარ მომანიმ ახალი შედევრი შექმნა. მან თავისი ნახატით კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირებას ახალი სახე მისცა. ნახატზე პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი არგენტინელთა ლიდერს პენალტების გამოყენების სახელმძღვანელოს ჩუქნის. რონალდუს მხარზე დიეგო მარადონა ზის, რომელიც სიგარას ეწევა. ეს ის სიგარაა, რომელიც დიეგომ ისლანდიისა და არგენტინის მატჩისას მოწია.
კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გამოიყენა ესპანეთთან (3:3) მატჩში, მესიმ კი ისლანდიასთან (1:1) 11-მეტრიანი ვერ გაიტანა.