დღის ბონუსები მარვინ ვეტორიმ, მარია აგაპოვამ, ტაისონ ნამმა და კრისტიან აგილერამ გამოიმუშავეს
დღის ბონუსები მარვინ ვეტორიმ, მარია აგაპოვამ, ტაისონ ნამმა და კრისტიან აგილერამ გამოიმუშავეს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგ ღონისძიებაზე ბონუს თანხა ($50,000) ოთხმა მებრძოლმა გამოიმუშავა.

ქარდის საუკეთესო პერფორმანსისთვის ბონუსები მარვინ ვეტორის, ვეტერან ტაისონ ნამს, მარია აგაპოვასა და კრისტიან აგილერას ერგოთ. ოთხივე სპორტსმენმა გამარჯვება ნაადრევად, პირველივე რაუნდში მოიპოვა.

გიგა ჭიკაძის თანაგუნდელმა მარვინ ვეტორიმ კარლ რობერსონს მომგუდავი ილეთით სძლია. 23 წლის მარია აგაპოვამ ანალოგიური ილეთით (rear-naked choke) მოუგო ჰანა საიფერსს.

36 წლის ვეტერანმა ტაისონ ნამმა პირველი რაუნდის 32-ე წამზე ლამაზი დარტყმით მოახერხა დებიუტანტი ზარუხ ადაშევის დანოკაუტება.

კრისტიან აგილერამ კი საწყისი რაუნდის 59-ე წამზე ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.