დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება იწყება - პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ #1TVSPORT
დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება იწყება - პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ #1TVSPORT

23 აგვისტოს ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის საერთაშორისო თასის გათამაშება იწყება, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე „ილია კოკაია არენასა“ და საგურამოს „ლოკო არენაზე“ გაიმართება.

ტურნირზე ორი ქართული გუნდი მონაწილეობს – „დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“, ასევე „იუვენტუსი“, „უოტფორდი“, „ვალენსია“ და „გალათასარაი“.

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხისა და პირველი არხი სპორტის ეთერში შემოგთავაზებთ.

დარასელიას თასის განრიგი:

23 აგვისტო

თბილისის ზღვა, „ილია კოკაია არენა“

18:00 | „დინამო თბილისი“ – „უოტფორდი

საგურამო, „ლოკო არენა“

21:00 | „ლოკომოტივი“ – „ვალენსია“ 

24 აგვისტო

თბილისის ზღვა, „ილია კოკაია არენა“​

18:00 | „უოტფორდი“ – „იუვენტუსი“

საგურამო „ლოკო არენა“

21:00 | „ლოკომოტივი“ – „გალათასარაი“

25 აგვისტო

საგურამო, „ლოკო არენა“

18:00 | „გალათასარაი“ – „ვალენსია“

თბილისის ზღვა, „ილია კოკაია არენა“​

21:00 | „დინამო თბილისი“ – „იუვენტუსი“