დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს - პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ #1TVSORT
დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს გამართავს – ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. „მიხეილ მესხი 2“-ზე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრებმა წინა მატჩი 31 მაისს კვიპროსთან სტუმრად გამართა, 2:0 მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ ოთხი ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია („ელიტა“), თათია გაბუნია („კვარტალი“), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“).
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი“), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი („კვარტალი“), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი“, გერმანია).
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“), ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი“), ანა წულაია („ლანჩხუთი“), სალომი დიმოპულუ („კვარტალი“), ლიზი კანკია („კვარტალი“), მარიამ კაპანაძე („ლანჩხუთი“), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი“), ნათია ჯოჯუა („ნიკე-ლუსო“), ნათია დანელია („კვარტალი“), მაიკო ბებია („ნიკე-ლუსო“), თეონა ბაქრაძე, ანა ჩემინავა (ორივე – „ტრაბზონსპორი“, თურქეთი).