დღეს საქართველოს ნაკრები „დინამო-არენაზე“ ივარჯიშებს - ვაისი მედიას შეხვდება
ისტორიულ მატჩამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მზადებას განაგრძობს.
გუნდი უკვე ორი დღეა, მატჩისთვის საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. სავარჯიშო პროცესის პარალელურად, ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი შეხვედრისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალამდე ბოლო ვარჯიშს „დინამო არენაზე“ 11 ნოემბერს გამართავს. მანამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
11 ნოემბრის სრული განრიგი ასე გამოიყურება:
17:00 – ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
17:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
18:30 – იგორ ანგელოვსკის პრესკონფერენცია
19:00 – ჩრდილოეთ მაკედონიის ვარჯიში
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ოტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე – ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელს გამოავლენს, 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.