დღეს „ირიაოს“ გამოსვლას ევროვიზიის საერთაშორისო ჟიური შეაფასებს
დღეს „ირიაოს“ გამოსვლას ევროვიზიის საერთაშორისო ჟიური შეაფასებს

ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ სცენაზე გასასვლელად ემზადება. თბილისის დროით 16:00 საათზე ჩანიშნულია ბოლო რეპეტიცია ჟიურის გენერალურ ნახევარფინალამდე. დღეს, საღამოს „ირიაოს“ გამოსვლას საერთაშორისო ჟიური შეაფასებს და ქულებს დაწერს. ხმის მიცემა ანონიმური იქნება და ხვალ, ნახევარფინალური შოუს შემდეგ მაყურებლის ქულებთან დაჯამდება.

„ევროვიზია 2018“-ის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში  გადასულ კონკურსანტთა ვინაობა გუშინ გახდა ცნობილი. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.

ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ მეორე ნახევარფინალში 10 მაისს იმღერებს. „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.

ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.

წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.