დღეს ფიფა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფორმატს დაამტკიცებს - 12 ჯგუფი, 104 მატჩი #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) სამშაბათს დაამტკიცებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფორმატს. ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება და მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას 48 გუნდი.
როგორც Sky News-ი წერს, ფიფა ახალ ფორმატს რუანდის დედაქალაქ კიგალიში ორგანიზაციის კონგრესის სხდომაზე ოფიციალურად მიიღებს.
თავდაპირველად, საერთაშორისო ფედერაცია აპირებდა 48 გუნდი სამ-სამგუნდიან 16 ჯგუფად დაეყო, მაგრამ უარი თქვა ამ იდეაზე და ჯგუფურ ეტაპზე იქნება 12 ჯგუფი თითოში ოთხი ნაკრებით.
თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი, ასევე რვა საუკეთესო მესამეადგილოსანი 1/16 ფინალში გავა და ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება.
საერთო ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩების რაოდენობა 104-მდე გაიზრდება.