ანტონ პლესნოი ატაცს 165, აკვრას კი 198 კილოგრამით დაიწყებს | აშხაბადი 2018
აშხაბადში მიდმინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს საქართველოს ღირსებას ანტონ პლესნოი დაიცავს. 96 კილოგრამ წონით კატეგრიაში, რომელშიც შეჯიბრი პირველად ტარდება, მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი სულ 35-მა ძალოსანმა მოიყარა. მათგან 23 ფიცარნაგზე უკვე გავიდა და ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი, ორივე დისციპლინის ჯამში მოგროვებული 370 კგ. (170;200) ბრაზილიელ სერაფიმ ველის აქვს, რომელიც „ბ“ ჯგუფში იყო.
პლესნოი უძლიერსთა შორისაა და ასპარეზობას „ა“ ჯგუფში თბილისის დროით 17:30 დაიწყებს. ანტონ პლესნოისთვის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ, გიორგი ასანიძეს პირველ ცდაზე ატაცში 165 კგ. ხოლო აკვრაში 198 კგ. (აღნიშნულ წონები, შესაძლებელაი სტრატეგიიდან გამომდინარე შეჯიბრის მსვლელობის დროს შეიცვალოს) აქვს შეკვეთილი. უკრაინაში აღზრდილი პლესნოი უკვე ორი წელია საქართველოს მოქალაქეა და როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გამოდის. მან უქვე მოახერხა საქართველოს ჩემპიონატის მოგება (94 კგ. ) წარმატებული გამოდგა მისი საერთაშორისო დებიუტიც.
პოლონეთის ქალაქ ზამოცში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 22 წლის პლესნოიმ საქართველოს ორი მედალი მოუტანა. მან ატცში სამივე ცდა გამოიყენა (165,169,172) და ოქროს მედალს დაეუფლა, რასაც აკვრაში 195 კგ. დაუმატა და ჯამში მოგრევებული 368 კილოგრამით ორჭიდის ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა.