დღეს ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი იასპარეზებს
რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის მეორე საშეჯიბრო დღეა. ხალიჩაზე ხუთი ქართველი ფალავანი გამოვა. ჩვენი ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
61 კგ –ბექა ლომთაძე
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე
86 კგ –დათო მარსაგიშვილი
92 კგ –ირაკლი მწითური
125 კგ –გენო პეტრიაშვილი
შეგახსენებთ, რომ დღესვე კონტინენტის პირველობაზე მირზა სხულუხია (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
წინასწარი შეხვედრები 14 საათსა და 30 წუთზე, ხოლო ნახევარფინალები 19.45 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 21.00 საათზე.