დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ბრძოლებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამართავენ
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
57 კგ – ოთარ გოგავა
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
70 კგ – მირზა სხულუხია
79 კგ – ნიკა კენჭაძე
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე.
წინასწარი შეხვედრები 14 საათსა და 30 წუთზე, ხოლო ნახევარფინალები 21:00 საათზე დაიწყება.