დღეს ევროპალიგის წილისყრაა - ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები ცნობილია
დღეს ევროპალიგის წილისყრაა - ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები ცნობილია

დღეს, 10 აგვისტოს, 14:00 საათზე, უეფას ოფისში ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.

გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ განუთესავები არიან, საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან.

 

 

ბათუმის დინამო

„ნეფთჩი“, „კეშლა“ (ორივე აზერბაიჯანი), ბეერ-შევასჰაპოელი“ (ისრაელი)

 

 

ლოკომოტივი

უნივერსიტატეა“ (რუმინეთი), „შკენდია“ (ჩრდილოეთ მაკედონია), „ბაჩკა-ტოპოლა“ (სერბეთი), „კაირატი“ (ყაზახეთი)

 

საბურთალო

ჰაიფას „მაკაბი“ (ისრაელი), „აპოლონი“ (კვიპროსი), „ალაშკერტი“ (სომხეთი)

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთმატჩიანი დაპირისპირებები გაიმართება. წყვილის მასპინძელი წილისყრით გამოვლინდება.