18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნები ნახევარფინალში რუს თანატოლებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კალინინგრადში დღეს, საქართველოს დროით 20:25 საათზე დაიწყება. მეოთხედფინალში რუსეთმა რუმინეთი ანგარიშით 13:11 დაამარცხა, ხოლო საქართველომ გერმანიას ანგარიშით 46:0 სძლია. ჩემპიონატის მეორე ფინალისტის ვინაობა ესპანეთსა და პორტუგალიას შორის გაირკვევა.
საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 11. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. რობი ნერსეზაშვილი (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. ლუკა ჩქარეული (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).
16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22.ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. თემურ კოხოძე (აია), 26.ლევან ქუშაშვილი (ლელო).
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული გასულ წელს პოლონეთში მოიპოვა, როდესაც ფინალში საფრანგეთი ანგარიშით 8:3 დაამარცხა. აღნიშნული ტურნირის შემდეგ ფრანგებმა ტურნირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 2015 წელს ტურნირი ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამაც დატოვეს.