დღეს, 17 თებერვალს დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილი ფუჩოვიჩს შეხვდება #1TVSPORT
დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე დღეს მეოთხედფინალურ შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაატარებს. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რეიტინგის 36-ე ნომერი, 30 წლის უნგრელი მარტან ფუჩოვიჩი იქნება.
დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს რვაჯერ შეხვედრიან და აქედან 3-ჯერ ბასილაშვილმა მოიგო. ნიკოლოზი Qatar ExxonMobil Open-ის შარშანდელი ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებას შეეცდება.
ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი, პირველი – კანადელი დენის შაპოვალოვია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირის პირველ შეხვედრაში ბასილაშვილმა შვედი ელიას იმერი ორ სეტში 6:4 7:5 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს ოქტომბრის შემდეგ ერთეულებში თამაში არ ჰქონდა მოგებული. საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰას ტურნირში ასევე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობდა, სადაც ქართველი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად მეოთხედფინალში დამარცხდა.