დღეს, 15:00 საათზე ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალების მასპინძლები წილისყრის შედეგად გაირკვევა - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს, 15:00 საათზე ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალების მასპინძლები წილისყრის შედეგად გაირკვევა - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს გაირკვევა, ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები შინ ითამაშებს თუ გასვლაზე – წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 15:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში 15:00 საათზე დაიწყება ევრო 2024-ის პლეი ოფის წყვილების კენჭისყრა, სადაც პლეი ოფის ფინალის მასპინძლები გამოვლინდებიან.

საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ნახევარფინალში ერთა ლიგის C დივიზიონის ერთ-ერთი ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსით ითამაშებს – ვილი სანიოლის გუნდი 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, მეორე წყვილში კი საბერძნეთი ყაზახეთს მიიღებს.

წილისყრაზე დადგინდება, რომელ ნახევარფინალურ წყვილს მიენიჭება პლეი ოფის ფინალის სახლში თამაშის უფლება. ნახევარფინალის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული მეორე ნახევარფინალის გამარჯვებულს სახლში 26 მარტს უმასპინძლებს. ოთხეულის საუეკეთესო გუნდი 2024 წელს გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ევრო 2024-ის პლეი ოფის თამაშების კალენდარი:

ნახევარფინალები, 2024 წლის 21 მარტი

საქართველო – ლუქსემბურგი

საბერძნეთი – ყაზახეთი

ფინალი, 2024 წლის 26 მარტი

ნახევარფინალის გამარჯვებულები