ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლე დღეიდან ქალ მოჭადრაკეთა შორის საიუბილეო, რიგით 75-ე საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.
პირველი ტურის ცენტრალური პარტია რეიტინგის ლიდერების, ნინო ბაციაშვილისა და ბელა ხოტენაშვილის დაპირისპირება გახლავთ.
დღესვე, პირველ ტურში, მაკა ფურცელაძე-სალომე მელიას, ნინო ხომერიკი – მირანდა მიქაძეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილი – მერი არაბიძეს შეხვდება.
საქართველოს ჩემპიონატის დებულების თანახმად ჩემპიონი საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდება, პირველ-მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე დაფინანსების გარდა, 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს პარტიები 15 საათზე დაიწყება.