3-4 თებერვალს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ევროაფრიკული ზონის II ჯგუფში სტუმრად, მაროკოს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი მაროკოს წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და ალექსანდრე მეტრეველი. გუნდის კაპიტანი დავით კვერნაძეა.
ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა საჩოგბურთო ტურში, განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს 57-ე ჩოგანია,
გიორგი ცივაძე 1082-ე პოზიციაზე იმყოფება.
სანდრო მეტრეველი ურეიტინგოდაა, რადგანაც 2016 წლის აგვისტოში მომხდარი ავტოავარიის შემდეგ ჩოგბურთს პირველად უბრუნდება.
მაროკოსთან მოგების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები რუმინეთსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 7-8 აპრილს შედგება და მასპინძელი საქართველო იქნება.