დევისის თასი | ნადალმა ორ სეტში წააგო - რაფამ, შესაძლოა, კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
დევისის თასი | ნადალმა ორ სეტში წააგო - რაფამ, შესაძლოა, კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ მალაგაში სტარტი აიღო დევისის თასის ფინალურმა რაუნდმა. დაიწყო პირველი მეოთხედფინალი, რომელშიც ესპანეთი და ნიდერლანდები ხვდებიან ერთმანეთს.

უკვე დასრულდა პირველი ერთეულთა მატჩი, რომელშიც ლეგენდარული რაფაელ ნადალი დაუპირისპირდა ბოტიკ ვან ზანდშულპს. შეხვედრა საათი და 51 წუთი გაგრძელდა და ნიდერლანდელმა ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:4. ნიდერლანდები 1:0 დაწინაურდა.

ვან ზანდშულპმა ექვსი ბრეიკპოინტიდან სამი გამოიყენა, ნადალმა – სამიდან ერთი. ესპანელმა მეორე მოწოდებით ქულების მხოლოდ 41 პროცენტი მოიგო, სულ რაღაც 11 „ვინერსი“ აიღო და 26 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

შემდეგ შეხვედრაში კარლოს ალკარასი შეხვდება ტალონ გრიკსპურს, რის შემდეგაც წყვილების მატჩი გაიმართება. დევისის თასის მეოთხედფინალებში გამარჯვებისთვის ორი მატჩის მოგებაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ დევისის თასი ბოლო ტურნირია ნადალის კარიერაში. თუ ესპანეთი ვერ გაივლის ნიდერლანდების ბარიერს, გამოვა, რომ ვან ზანდშულპთან მატჩი ბოლო იქნება რაფაელისთვის.