დევისის 37 ქულა და „ლეიკერსის“ რიგით 47-ე გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა. ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ „ფილადელფიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 120:107 დაამარცხა.

„სიქსერსს“ ვერ ეხმარებოდნენ გუნდის ლიდერები – ჯოელ ემბიდი და ბენ სიმონსი, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. მათ არყოფნაში ყველაზე შედეგიანი – 25 ქულით რობინსონი გამოდგა. ტობაიას ჰარისმა 18 ქულა მიითვალა.

„ლეიკერსს“ ამჯერად ენტონი დევისმა უწინამძღოლა. მან 37 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა ლებრონ ჯეიმსმა (22 ქულა 14 გადაცემა). „მეფემ“ პირად აქტივში 7 მოხსნაც ჩაიწერა.

შარლოტი-სან ანტონიო 103:104

ბოსტონი-ბრუკლინი 120:129 (ოვერტაიმი)

ნიუ ორლეანი-მინესოტა 134:139

ოკლაჰომა-კლიპერსი 94:109

დენვერი-გოლდენ სტეიტი 100:116

ფინიქსი-ტორონტო 114:123

საკრამენტო-ვაშინგტონი 133:126