დევისი ნიუ ორლეანსს 32 ქულით დაუბრუნდა - ფილადელფიამ დენვერს მოუგო [ვიდეო]
13:56, 09.02.2019
ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიუ ორლეანს „პელიკანსს“ თავისი ლიდერი, ენტონი დევისი დაუბრუნდა. ორლეანელების ლიდერმა, მინესოტასთან მოგებულ შეხვედრაში, 32 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ „ტიმბერვულვსი“ მეორე მეოთხედის შუაში, 18 ქულის სხვაობით ლიდერობდა, თუმცა მასპინძლებმა, აღნიშნული ჩამორჩენის აღმოფხვრა მეთოდურად მოახერხეს. საბოლოოდ, „პელიკანსმა“ ანგარიშით 122:117 გაიმარჯვა. სტუმართა შორის, ასევე 32 ქულა მოიპოვა, კარლ ენტონი თაუნსმა. ორივე გუნდი, დასავლეთ კონფერნციაში, პლეი-ოფის ზონის მიღმა იმყოფება.
დღის ცენტრალური დაპირისპირება „ველშ ფარგო ცენტრში“ შედგა, სადაც ფილადელფიამ დენვერი მიიღო. წელს ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. რამდენიმე დღის წინ, „კლიპერსთან“ გაცვლის შედეგად, ფილადელფიელებს, ტობაიას ჰარისი დაემატა, რომელმაც, თავისი დებიუტი ახალ გუნდში 14 ქულით და 8 მოხსნით აღნიშნა. მატჩი, „76“-მა ანგარიშით, 117:110 მოიგო. გამარჯვებულთა შორის, საუკეთესო ჯეი ჯეი რედიკი იყო 34 ქულით. „ნაგეტსს“ სამმაგი დუბლით, ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. სერბმა ცენტრმა, 27 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ეს მარცხი დენვერისთვის, ზედიზედ მესამე გამოდგა. კოლორადოელები, დასავლეთ კონფერენციაში, ჯერჯერობით მეორე ადგილს ინარჩუნებენ. ფილადელფია, აღმოსავლეთში მეხუთე პოზიციაზეა.