მას შემდეგ, რაც ენტონი დევისმა გუნდის შეცვლა მოითხოვა, საკალათბურთო სამყარო მის „ლეიკერსში“ ხილვას ელოდა, თუმცა გადაწყდა, რომ კალათბურთელი მიმდინარე სეზონს „პელიკანსში“ დაასრულებს.
ორლეანელთა მოთხოვნები ლოს ანჯელესური გუნდის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი გამოდგა. ამ პერიოდის განმავლობაში, ამერიკული მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ თუ დევისი ზაფხულამდე გუნდს არ შეიცვლის, შესაძლოა ის სეზონის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იჯდეს.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს საშიშროება დევისს აღარ ემუქრება. ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით „ნიუ ორლეანი“ დევისს თამაშის საშუალებას მისცემს.