დევიდ ნვაბამ ტრავმა მიიღო
დევიდ ნვაბამ ტრავმა მიიღო

„ბრუკლინი“ დღეს სტუმრად „სან ანტონიოსთან“ დამარცხდა (118:105). სამწუხაროდ, „ნეთსის“ ქომაგებისთვის ეს ერთადერთი ცუდი ამბავი არ გამოდგა. 26 წლის მცველმა დევიდ ნვაბამ მარჯვენა ფეხზე კოჭი დაიზიანა და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

მოგვიანებით, ამერიკულმა მედიამ, კერძოდ კი ჟურნალისტმა შემს ჩარანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალათბურთელის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ნვაბას კოჭზე ოპერაციის ჩატარება მოუწევს.

დიდი ალბათობით, „ბრუკლინის“ კალათბურთელს დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო „ნეთსს“ ვერ ეხმარებიან კევინ დურანტი, კაირი ირვინგი და კარის ლევერი.