დევიდ ფიზდეილი მუშაობას კვლავ „ესპნ“-ში იწყებს
დევიდ ფიზდეილი მუშაობას კვლავ „ესპნ“-ში იწყებს

დევიდ ფიზდეილი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ნიუ-იორკ ნიკსს“ ხელმძღვანელობდა. 45 წლის სპეციალისტმა გუნდთან ერთად 22 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 4 მატჩის მოგება მოახერხა. ბუნებრივია, გუნდის ხელმძღვანელობამ ფიზდეილს წარუმატებლობა არ აპატია და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზდეილი მუშობას კვლავ ტელეკომპანია „ესპნ“-ში (ESPN) კალათბურთის ანალიტიკოსად დაიწყებს. მედია იუწყება, რომ ამერიკელი სპეციალისტი რამდენიმე ტელე-შოუში მიიღებს მონაწილებას.