დევიდ ბექჰემის ვაჟს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა #1TVSPORT
დევიდ ბექჰემის ვაჟს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის ვაჟს რომეო ბექჰემს დებიუტი ჰქონდა პროფესიულ ფეხბურთში.

„ფორტ ლოდერდეილის“ 19 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა კლუბ „ტორმენტის“ წინააღმდეგ. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების რანგით მესამე დივიზიონში – USL League One-ში იმართებოდა.

რომეომ მარჯვენა ნახევარმცველად ითამაშა, ბურთს 19-ჯერ შეეხო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა.

აღვნიშნავთ, რომ „ფორტ ლოდერდეილი“ – MLS-ის კლუბის „ინტერ მაიამის“ სარეზერვო გუნდია. დევიდ ბექჰემი „ინტერის“ ერთ-ერთი თანამფლობელი გახლავთ.

დატოვე კომენტარი