დევიდ ბექჰემის ვაჟმა კაროლინ ვოზნიაცკისთან ჩოგბურთი ითამაშა (ვიდეო)
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის და Spice Girls-ის ყოფილი სოლისტის, ვიქტორია ბექჰემის ვაჟი, 15 წლის რომეო ბექჰემი აქტიურად ვარჯიშობს ჩოგბურთში.
მაიამიში მან სპარინგი გამართა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონთან, მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, კაროლინ ვოზნიაცკისთან. საწვრთნელი პროცესის ნაწილი თავის “ინსატგრამზე” განათავსა ვიქტორია ბექჰემმა.
უფრო ადრე, რომეოსთან ჩოგბურთი ითამაშა ბულგარელმა ვარსკვლავმა გრიგორ დიმიტროვმა, რის შემდეგაც მან ასეთი რამ განაცხადა: “ძალიან ნიჭიერი და დიდი პოტენციალის მქონე ბიჭია”.