დევიდ ბექჰემის კლუბს „ინტერ მაიამი“ ჰქვია
დევიდ ბექჰემის კლუბს „ინტერ მაიამი“ ჰქვია

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა ჟურნალისტებს მის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი საფეხბურთო გუნდის სახელწოდება გაუმხილა. კლუბი ქალაქ მაიამიდანაა და მას „ინტერ მაიამი“ ერქმევა. ბექჰემის გუნდის დებიუტი შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგაში (MLS) 2020 წლის სეზონში შედგება.

აგვისტოში პრესაში გამოქვეყნდა ბექჰემის გუნდის ემბლემა, რომელშიც იყო მისი სრული სახელწოდება იყო მოხსენიებული – „კლუბ ინტერნასიონალ დე ფუტბოლ“ (Club Internacional De Futbol), რას ესპანურად ნიშნავს: „ინტერნაციონალური საფეხბურთო კლუბი“.

„ინტერ მაიამი“ ქალაქის ცენტრში 25-ათასიან არენაზე ითამაშებს. სტადიონის აშენება დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაჯდა.