ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი „იუვენტუსის“ თავდამსხმელს კრიშტიანო რონალდოს შეადარა.
„ტექნიკისა და ნიჭის მხრივ, ისინი ერთმანეთს გვანან, – მოჰყავს ინგლისელის სიტყვები პორტალ „ტელამ“-ს (Telam). – თანამედროვე ფეხბურთისთვის შესანიშნავია, რომ ორივე არსებობს, მაგრამ მესი – უბრალოდ, საუკეთესოა მსოფლიოში. ლიონელი – უნიკალური მოთამაშეა, სხვა ასეთი არ არსებობს. რონალდო ვერ მიდის მესის დონემდე, მაგრამ ორივე დანარჩენებზე მაღლა დგას“.