დევიდ ბექჰემი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სახე გახდება #1TVSPORT
დევიდ ბექჰემი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სახე გახდება #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სახე გახდება, – იტყობინება გაზეთი The Sun.

ბექჰემი შეასრულებს ყატარის ელჩის როლს და უახლოესი 10 წლის განმავლობაში 150 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.

დევიდ ბექჰემმა გამოთქვა რწმენა იმის თაობაზე, რომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება დადებით და მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.