ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი, მეუღლე ვიქტორიასთან ერთად, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ქორწილის სტუმართა სიაში მოხვდა.
ცერემონია 2018 წლის 19 მაისს გაიმართება.
ქორწილში მიწვევა ასევე მიიღო კიდევ ერთმა ცნობილმა სპორტსმენმა, ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა. ის ამერიკელი პატარძლის მეგობარია.
სპორტის ვარსკვლავების გარდა, ქორწილს დაესწრებიან რიანა, ელტონ ჯონი, ჯეიმს ბლანტი, ელი გოლდინგი.
ცერემონიაზე მიწვევა მიიღეს პოლიტიკოსებმაც – ბარაკ ობამამ, დონალდ ტრამპმა და სხვებმა.