დეტროიტმა საკუთარ მოედანზე წააგო - პორტლენდი დასავლეთში მეორეა [ვიდეო]
დეტროიტმა საკუთარ მოედანზე წააგო - პორტლენდი დასავლეთში მეორეა [ვიდეო]

მიმდინარე რეგულარულ სეზონში დეტროიტ „პისტონზმა“ მეექვსე თამაში წააგო. მიჩეგანელებმა საკუთარ მოედანზე შარლოტ „ჰორნეტსს“ უმასპინძლეს და 103-113 დამარცხდნენ. აღმოსავლეთ კონფერენციაში ორივე გუნდი  პლეი-ოფში მოხვედრის კანდიდატია. თამაშის პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. მეორე ნახევრის სტარტზე, სტუმრებმა 12 ქულიანი გაქცევა გააკეთეს და დარჩენილ დროში მეტოქე მუდმივად მდევრის როლში ამყოფეს. კემბა უოქერმა 24 ქულა და 8 პასი შესძინა შარლოტს.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ტონი პარკერმა. ვეტერანი ფრანგი გამთამაშებელი სათადარიგო იყო და თითქმის 28 წუთში 24 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. დეტროიტს 23 ქულით და 22 მოხსნით ანდრე დრამონდმა ულიდერა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას – ქართველ ცენტრს დუეინ კეისიმ 09:29 წუთი დაუთმო და ზაზამ ამ ხნის განმავლობაში, 2 ქულის და 5 მოხსნის გაკეთება მოასწრო. ამ შედეგის შემდეგ, დეტროიტს, მოგება წაგების თანაბარი მაჩვენებელი აქვს და აღმოსავლეთში მეშვიდე ადგილზეა.

შესანიშნავ ფორმაშია პორტლენდი. „ტრეილ ბლეიზერსმა“დღეს, საკუთარ „მოდა ცენტრში“, ლიგის ერთერთი ფავორიტი – ბოსტონ „სელტიქსი“ მიიღო და ანგარიშით 100-94 დაამარცხა.

მასპინძლებმა განსაკუთრებით მაღალ დონეზე პირველი ტაიმი ჩაატარეს, რომელშიც 13 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ტრადიციულად, პორტლენდელთა უკანახაზი იყო გამორჩეული. 19 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნა გაიფორმა დემიენ ლილიარდმა, სიჯეი მაკკალუმის ანგარიშზე კი 14 ქულა დაფიქსირდა. ცენტრის პოზიციაზე დამაჯერებელი იყო იუსუფ ნურკიჩი. ბოსნიელმა კალათბურთელმა, ორმაგი დუბლი გაიფორმა – 18 ქულა და 17 მოხსნა. ბოსტონში ჯეისონ ტატუმი გამოირჩა – 27 ქულით და 8 მოხსნით.

„ტრეილ ბლეიზერსმა“ ამ მოგების შემდეგ, დასავლეთ კონფერენციაში, დენვერ „ნაგეტსს“ გაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა. მომდევნო შეხვედრას, ტერი სტოტსის გუნდი, ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.

ლეიეკერსი-ატლანტა 107-106
დენვერი-მილუოკი 114-121
ჰიუსტონი-ინდიანა 115-103
ნიუ იორკი-ორლანდო 89-115