დეტროიტმა მოუგებელი სერია დაასრულა - ფაჩულიას ანგარიშზე 2 ქულა და 5 მოხსნაა [ვიდეო]
საკმაოდ წარუმატებელი სერიის შემდეგ, დეტროიტ „პისტონზმა“ მოგებაც გაიხსენა.
დუეი კეისის გუნდი ორლანდოს ესტუმრა და „ემვეი ცენტრში“ 103-96 გაიმარჯვა. მიჩიგანელთა გამარჯვებაში მოკრძალებული წვლილი ზაზა ფაჩულიამაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა, 12:52 წუთში, 2 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა. გამარჯვებულებს ანდრე დრამონდმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა და 19 მოხსნაა. ბლეიკ გრიფინმა, თამაში 20 ქულით დაასრულა.
ზედიზედ ხუთი შეხვედრის წაგების შემდეგ, ეს „პისტონზის“ პირველი მოგება გამოდგა. ათი ტურის შემდეგ, დეტროიტს, მოგება წაგების თანაბარი მაჩვენებლი აქვს (5/5) და აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ზონაში შევიდა.
მომდევნო შეხვედრას დეტროიტ „პისტონზი“ „ფილიპს არენაზე“, ატლანტა „ჰოქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.