„დეტროიტმა“ „დენვერი“ ოვერტაიმში დაამარცხა, „ტორონტომ“ ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის 4 შეხვედრა გაიმართა. „დეტროიტმა“ საკუთარ არენაზე „დენვერს“ უმასპინძლა და ოვერტაიმში 5 ქულის სხვაობით 128-123 გაიმარჯვა.

„პისტონსის“ რიგებში საუკეთესო 21 ქულითა 17 მოხსნით ანდრე დრამონდი გამოდგა. 20 ქულით დაასრულა მატჩი რეჯი ჯექსონმა. 19 ქულითა და 10 მოხსით ორმაგი დუბლი გაიფორმა ბრიუს ბრაუნმა. მას სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა.

დენვერელთა შორის ბრწყინვალე შეხვედრა გამართა ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა 39 ქულით, 10 მოხსნითა და 11 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. 20 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ვილ ბარტონმა . მონტე მორისის ანგარიშზე 19 ქულაა.

„ნაგეთსი“ 34 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. „დეტროიტი“ კი აღმოსავლეთ კონფერენციაში 18 მოგებითა და 33 მარცხით მე-11 ადგილზეა.

ჰიუსტონი – ნიუ ორლეანი 117-109

მილუოკი – ფინიქსი 129-108

ტორონტო – ჩიკაგო 129-102