„დეტროიტ რედ უინგზის“ ლეგენდამ, ნიკლას კრონვალმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ დაწერა ამერიკული კლუბის პრესსამსახურმა.
შვედი ჰოკეისტი „დეტროიტში“ გენერალური მენეჯერის ასისტენტის პოზიციას დაიკავებს. კრონვალი „რედ უინგზში“ 15 წლის განმავლობაში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
სკანდინავიელ მცველს მოგებული აქვს სტენლის თასი, ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მან 953 მატჩი ჩაატარა და 432 ქულა დააგროვა.