დეტროიტ „პისტონსის“ მორიგი მარცხი [ვიდეო]

„მილვოქი ბაქსთან“ წაგებული შეხვედრის შემდეგ „პისტონსი“ „ფილადელფიასთანაც“ დამარცხდა.

მასპინძლებს გამარჯვებისთვის ანდრე დრამონდის და ბლეიკ გრიფინის კარგი თამაში არ ეყოთ. დრამონდის ანგარიშზე 21 ქულა და 10 მოხსნა იყო, ხოლო გრიფინმა კი 31 ქულას, 12 მოხსნას და 6 ასისტს მოუყარა თავი.

კარგი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ. მან 14:17 წუთში 8 ქულა, ხუთი მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო ჯიმი ბატლერი იყო – 38 ქულა, ექვსი მოხსნა, ექვსი პასი, სამი ჩაჭრა, ერთი დაფარება.

„ფილადელფია“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო „პისტონსი“ კი მეექვსე ადგილზეა.