აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა “ტორონტო რეპტორსმა” საკუთარ “ეარ კანადა ცენტრში” “ვაშინგტონ ვიზარდსს” სერიის მეორე შეხვედრაც მოუგო და 2-0 დაწინაურდა.
შესანიშნავი შეხვედრა გამართა ტორონტოელთა ერთერთმა ლიდერმა დემარ დეროუზანმა, რომელმაც პირადი საპლეიფო რეკორდიც დაამყარა. დეროუზანის ანგარიშზე 37 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი იყო, რაც რა თქმა უნდა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. 19 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა იონას ვალანჩუნასმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა კაელ ლაურის (13 ქულა, 7 მოხსნა, 12 პასი). სი ჯეი მაელსმა მატჩი 18 ქულით დაასრულა. სერჟ იბაკას ანგარიშზე კი 10 ქულა და 9 მოხსნაა.
სტუმართა შორის ყველაზე მეტი 29 ქულა ჯონ ვოლის ანგარიშძეა. მომდევნო შეხვედრა “ვაშინგტონსა” და “ტორონტოს” შორის 21 აპრილს “ვიზარდსის” მშობლიურ “კაპიტალ უან არენაზე” გაიმართება.