დეროუზანი დასაჯეს
დეროუზანი დასაჯეს

სან ანტონიო სპურსი პლეიოფის პირველი რაუნდის მეოთხე შეხვედრაში საკუთარ არენაზე დენვერთან დამარცხდა. შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (2-2), გრეგ პოპოვიჩის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დემარ დეროუზანი კი მატჩის მეოთხე პერიოდში მოედნიდან გააძევეს.

მსაჯებმა დეროუზანი დააჯარიმეს, რასაც კალათბურთელის მწვავე რეაქცია მოჰყვა. დეროუზანმა ბურთი ერთერთ მსაჯს, სკოტ ფოსტერს ესროლა. ამის გამო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა სან ანტონიოს ლიდერი ასევე $25,000 დასაჯა.

დენვერსა და სან ანტონიოს შორის სერიის რიგით მეხუთე შეხვედრა თბილისის დროით 23 აპრილს, 04:00 საათზე გაიმართება.