დეპუტატ ენზელ მკოიანის ინფორმაციით, ახალქალაქში მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს
ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანის აფეთქება სცადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად დეპუტატი „ფეისბუქში“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს აფეთქებას – ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის, ნივთიერების გადატანას, განთავსებას, გასროლას, აფეთქებას ან სხვა მოქმედებას, ჩადენილს სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით.