დეპაი „ბარსელონას" შეუთანხმდა
დეპაი „ბარსელონას" შეუთანხმდა

„ლიონისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდმა მემფის დეპაიმ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა „ბარსელონასთან“. ახლა რჩება კლუბებს შორის მოლაპარაკება გარიგების თანხაზე და ამ მხრივ, მოლაპარაკებები გრძელდება, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ, რომელსაც 1.6 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.

დეპაიმ გასულ სეზონში „ლიონის“ რიგებში 22 მატჩში 15 გოლი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. 2020-21 წლების სეზონი მან „დიჟონთან“ მატჩში ჰეთ-თრიკით გახსნა.