სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა რასობრივი დისკრიმინაციის გამო დაიჩივლა. მოკრივის სიტყვებით, მას არ ესმის დღემდე რატომ იტანჯებიან მისი კანის ფერის ადამიანები.
“მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ამის გამო არ ვნაღლობ, – დაწერა თავის “ინსტარგრამში” უაილდერმა. – რა თქმა უნდა, მტკივა იმის გამო, თუ რისი გადატანა უწევთ ჩემი ხალხისა და ჩემი კულტურის ადამიანებს. გარშემო ამდენი ტყუილია მხოლოდ სულელური კანის ფერის გამო.
არასოდეს მესმოდა – რა დავაშავეთ ისეთი, რომ დღემდე ვიღებთ ამდენ ზიზღსა და ტკივილს.
თქვენ ამას ვერ გაიგებთ, თუ არ ყოფილხართ ჩვენს მხარეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ან ის უნდა დავმალოთ… ერთხელ, ყველაფერი შეიცვლება. მე ვჩხუბობ გარდაქმნებისთვის, სიყვარულისთვისა და მშვიდობისთვის”.