დენვერმა მოედნის უპირატესობა დაიბრუნა, პორტლენდის პირველი საშინაო მარცხი მიმდინარე პლეიოფში
10:49, 06.05.2019
ჯამალ მიურეის და ნიკილა იოკიჩის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, დენვერ „ნაგეტსმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და პორტლენდთან მიმდინარე საპლეიოფო სერიაში მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. კოლორადოელებმა „მოდა ცენტრში“ 116:112 მოიგეს და წყვილში ფავორიტის სტატუსი დაიბრუნეს. სტუმრებმა მესამე მეოთხედში მიღწეული უპირატესობის შენარჩუნება შესძლეს და, უკანასკნელ წუთზე დაძაბულობის მიუხედავად, საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს.
„ნაგეტსის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 34 ქულა, ჯამალ მიურეიმ დააგროვა, ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე კი სამმაგი დუბლია. სერბმა ცენტრმა 21 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა პირად აქტივში. პორტლენდის რიგებში მაკკალუმი-ლილიარდის წყვილი გამოირჩა, შესაბამისად 29 და 28 ქულით. აღსანიშნავია, რომ ტრეილ ბლეიზერსმა მიმდინარე პლეი ოფში პირველი საშინაო თამაში წააგო. სერიაში ანგარიში თანაბარია 2:2. რიგით მეხუთე დაპირისპირება 8 მაისს, დენვერის „პეპსი ცენტრში“ ჩატარდება. ხვალ სერიის მეოთხე შეხვედრებს ჩაატარებენ ბოსტონი-მილუოკი და ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი.