„დენვერმა“ „ლეიკერსი“ მეორე მატჩშიც დაამარცხა - ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში მეორე მატჩი გამართეს „დენვერ ნაგეტსმა“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. კოლორადოში ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 108:103.

„დენერის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა სერბმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა: 23 ქულა, 17 მოხსნა, 12 პასი. მატჩის სნაიპერი მისი თანაგუნდელი ჯამალ მარეი გახდა – 37 ქულა. მის ანგარიშზე 14-დან 6 სამქულიანია.

„ლეიკერსში“ სულ 8 კალათბურთელმა ითამაშა. ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 22 ქულა, 10 პასი, 9 მოხსნა.

სერიას (4 მოგებამდეა) „დენვერი“ იგებს – 2:0. მომდევნო მატჩი ლოს ანჯელესში 21 მაისს გაიმართება.