„დენვერის“ მორიგი მინი-სასწაული - კონფერენციის ფინალისტი მეშვიდე მატჩში გაირკვევა (ვიდეო)
მორიგი არნახული „ქამბექი“ დენვერისგან. დასავლეთ კონფერეციის ნახევარფინალური სერიის რიგით მე-6 მატჩამდე „კლიპერსი“ 3-2 იგებდა და ფინალში გასასვლელად 1 მოგება აკლდა.
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ძალიან ცოტა თუ დაიჯერებდა, რომ „ნაგეთსი“ თამაშის შემოტრიალებას შეძლებდა, თუმცა დენვერელებმა კიდევ ერთხელ შემოგვთავაზეს პატარა სასწაული. შესვენების შემდეგ ლოსანჯელესური გუნდი 16 ქულას იგებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა 98:111 წააგო.
ნიკოლა იოკიჩის ფენომენალური თამაშის წყალობით „დენვერმა“ მეორე ტაიმში „კლიპერსს“ შანსი არ დაუტოვა. მესამე მეოთხედი „ნაგეთსმა“ 30-16 მოიგო. ბოლო გადამწყვეტ 12-წუთიან მონაკვეთში კი 34-19 იმარჯვა და საბოლოოდ 13 ქულის სხვაობით დაამარცხა დოკ რივერსის გუნდი.
ნიკოლა იოკიჩმა 34 ქულა, 14 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ჯამალ მიურეიმ 21 ქულა დააგროვა. 16 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს გარი ჰარისმა.
„კლიპერსის“ რიგებში ყველაზე მეტი 33 ქულა პოლ ჯორჯის ანგარიშზეა. ლეონარდმა მატჩი 25 ქულით დაასრულა.