დენის შმიგალი – საქართველოსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში, წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველოდება
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში. წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველოდება“, – აღნიშნავს დენის შმიგალი.
Getting ready together with 🇬🇪 PM @GharibashviliGe and 🇲🇩 PM @natgavrilita for today’s meetings with #EU leadership in the format of the Associated Trio. We have a rich agenda ahead. pic.twitter.com/3MWnclZCKf
— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) November 30, 2021