დენიელ სტარიჯი „ტრაბზონსპორის“ მოთამაშე გახდა
დენიელ სტარიჯი „ტრაბზონსპორის“ მოთამაშე გახდა

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი დენიელ სტარიჯი თურქული „ტრაბზონსპორის“ ფეხბურთელი გახდა. 29 წლის იგლისელმა ახალ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მერსისაიდელთა რიგებში სტარიჯმა ექვსი წელი გაატარა, 160 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 67 გოლი  გაიტანა, კარიერა კი „მანჩესტერ სიტიში“ დაიწყო, საიდანაც, „ლივერპულში“ გადასვლამდე, ლონდონის „ჩელსიშიც“ მოასწრო თამაში.

რაც შეეხება „ტრაბზონსპორს“, ის ექვსგზის თურქეთის ჩემპიონია, უკანასკნელ სეზონში კი მეოთხე ადგილზე გავიდა.

ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების პლეიოფში თურქული გუნდი ბერძნულ „აეკს“ დაუპირისპირდება.