დენიელ სტარიჯს ფსონის დადების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ
დენიელ სტარიჯს ფსონის დადების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ

„ლივერპულის“ თავდამსხმელ დენიელ სტარიჯს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფსონების დადების წესების დარღვევაში დასდო ბრალი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტარიჯმა, მიმდინარე წლის იანვარში, გასცა ინფორმაცია, რომელიც „საჯაროდ ხელმისწავდომი არ არის“, რაც გაერთიანებულ სამეფოში ფსონების დადების წესების მიხედვით, დაუშვებელია.

მერსისაიდული კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, სტარიჯი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და კატეგორიულად აცხადებს, რომ არც ერთ საფეხბურთო მატჩზე ფული არასოდეს დაუდია.

ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების მოთამაშეს დღეს 18:00 საათამდე (გრინვიჩის დროით) აქვს მიცემულ დრო, რათა ბრალდებას ოფიციალურად უპასუხოს.

სტარიჯი „ლივერპულში“ 2013 წელს „ჩელსიდან“ გადავიდა, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი 26 მატჩი აქვს ჩატარებული.