ი-ეს-პი-ენთან (ESPN) მიცემულ ინტერვიუში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დენიელ კორმიემ ყოფილ ჩემპიონ ბროკ ლესნართან ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.
კორმიემ აღნიშნა, რომ ის მზად არის ბენისმიერ რინგზე შეხვდეს ლესნარს, იმ შემთხვევაში თუ ის იუ-ეფ-სიში დაბრუნდება. შეგახსნებთ, რომ დენიელმა ბოლო 8 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო. ერთადერთი ბრძოლა, სადაც კორმიე დამარცხდა, ეს ჯონ ჯონსთან დაპირისპირებაა.
თებერვალში ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა განაცხადა, რომ მას უკვე ჰყავს კორმიესთვის შერჩეული მეტოქე, თუმცა მისი ვინაობა მანამდე არ გახდება ცნობილი, სანამ კორმიე ტრავმას ბოლომდე არ მოირჩენს.