„დენ ბოშზე“ ჟორდანიას უარი უთხრეს - გარიგება ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირმა დაბლოკა
„დენ ბოშზე“ ჟორდანიას უარი უთხრეს - გარიგება ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირმა დაბლოკა

გამოცემა „ფუტბალის“ (Voetbal) ინფორმაციით, ჰოლანდიის სამეფო საფეხბურთო კავშირმა კახი ჟორდანიას „დენ ბოშის“ საკუთრებაში გადაცემაზე უარი განაცხადა.

„პირველი დივიზიონის კლუბ „დენ ბოშს“ 1,6 მილიონი ევროს დეფიციტი უნდა დაეფარა. კლუბი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა და გაკოტრების საფრთხე ემუქრებოდა – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოლანდიის სამეფო საფეხბურთო კავშირმა კლუბის ქართველი ბიზნესმენის, კახა ჟორდანიას საკუთრებაში გადასვლა შეაჩერა“, – წერს გამოცემა.

„ფუტბალი“ მომხდარის მიზეზებსაც განმარტავს: „ქართველმა, რომელიც კლუბის აქციების 99.9% -ის მფლობელი იყო, „დენ ბოშის“ საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფა გადაწყვიტა. 24 წლის ჟორდანია კლუბში შარშან მოვიდა და ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა ჰოლანდიის სამეფო საფეხბურთო კავშირში გარიგების დასტურზე უარი განაცხადეს. ორგანიზაციის სალიცენზიო კომიტეტმა დაადგინა, რომ ფულის წარმოშობა საკმარისად გამჭირვალე არ იყო. შემდეგ ჟორდანიამ „დენ ბოშის“ ანგარიშის დაუყოვნებლივ კონფისკაცია მოისურვა, რადგან თვლიდა, რომ კლუბს მისი 800 000 ევროზე მეტი ვალი ჰქონდა. მაგრამ მოსამართლემ ეს მოთხოვნა უარყო“.