დემიენ ლილარდი 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩს, რომელიც წელს ჩიკაგოში შედგება ბრწყინვალე ფორმაში ხვდებოდა. „პორტლენდის” გამთამაშებელს ლებრონ ჯეიმსის გუნდში უნდა ეთამაშა. ამის გარდა ლილარდი სამქულიანების კონკურსში მონაწილეობასაც გეგმავდა.
სამწუხაროდ, ლილარდი ყველა ვარსკვლავის კვირეულს გამოეთიშა. დემიენმა საზარდულის ტრავმა „მემფისთან“ მატჩში მიიღო. აქედან გამომდინარე, ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) ლილარდის შემცვლელი იპოვა. ეს კი დევინ ბუკერი იქნება. „ფინიქსის“ გამთამაშებელი წელს კარიერის საუკეთესო სტატისტიკურ მაჩვენებელს აფიქსირებს. ის მატჩში საშუალოდ 26.4 ქულას, 6.3 პასსა და 4.2 მოხსნას აგროვებს. ბუკერი ტყორცნების 49.6% ზუსტად ასრულებს. სამქულიანებს კი 35.8% სიზუსტით ესვრის.